მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობო სექტორი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯიხაშკარსა და გორში მომხდარ ინციდენტებზე რეაგირების სწრაფად...

არასამთავრობო სექტორი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯიხაშკარსა და გორში მომხდარ ინციდენტებზე რეაგირების სწრაფად მოხდენას ხელისუფლებას სთხოვს

Published on

წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.სამოქალაქო სექტორი მმართველ გუნდს მოუწოდებს ჯიხაშკარსა და გორში მომხდარ ინციდენტებზე რეაგირება სწრაფად მოახდინოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, მისი ორგანიზაციის სპეციალური ჯგუფები წინასაარჩევნო პროცესებს აქტიურად აკვირდებიან, თუმცა აუცილებელია სამართალდამცველების მხრიდან იმ დარღვევების დროული აღკვეთა, რომელიც ძალადობის სახეს იღებს.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ბრალდებებს პასუხი გასცეს გამოძიებამ, რადგან საბოლოოდ მათ უნდა დაადგინონ ვისი ბრალი იყო ეს ყველაფერი. ცხადია ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს აბრალებენ ამ ყველაფერს. ჩვენ რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ მათ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდეს საარჩევნო კამპანია და არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.პოლიტიკურ პარტიებს პროვოკაციებისგან თავის შეკავებას ურჩევს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორიც. თუმცა, გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ ძირითადი ტვირთი პასუხისმგებლობისა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან მისი განმარტებით, მმართველ გუნდს გააჩნია ის ადმინისტრაციული თუ ძალოვანი სტრუქტურის რესურსი, რათა პროვოკაციისა და ხელშეშლის ფაქტების აღკვეთა მოხდეს.  

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...