მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობო ორგანიზაციები ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციები ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან.

Published on

„2016 წლის 5 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის თემში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტი ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ცალკეული ძალები ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, ხოლო პასუხისმგებელი უწყებები კი სათანადოდ ვერ ასრულებენ კანონით დაკისრებულ მოვალეობას. კერძოდ, აღნიშნული შეხვედრის დროს გარკვეულმა პირებმა სცადეს შეხვედრის ჩაშლა და ისინი აგრესიულად იყვნენ განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიმართაც. ამასთან, იყო მცდელობა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელი შეეშალათ.საბედნიეროდ, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ასეთი ფაქტი მაინც უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობაზე. მოვუწოდებთ წინასაარჩევნო პერიოდში ჩართულ ყველა პოლიტიკურ ძალას თუ სხვა აქტიურ მხარეს, თავი შეიკავონ აგრესიული დამოკიდებულებისგან ოპონენტების მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი წინასაარჩევნო პერიოდი.აღსანიშნავია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.
ჯიხაშკარში მომხდარი დაპირისპირება ცხადყოფს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კანონით დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ (ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აგრესიულად განწყობილი პირები ადგილიდან ჯიხაშკარის მაცხოვრებლებმა გააძევეს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არ მომხდარა ინცინდენტის თავიდან აცილება). მოვუწოდებთ ამ ორგანოებს, ისევე, როგორც სამართალდამცავ უწყებებს, უზრუნველყონ წინასაარჩევნო ღონისძიებებზე უსაფრთხოება“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგ ჰენდის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...