მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაგარეო უწყება აცხადებს, რომ ,,სომხეთის პრეზიდენტი სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაციას არ შეხვედრია'', ...

საგარეო უწყება აცხადებს, რომ ,,სომხეთის პრეზიდენტი სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაციას არ შეხვედრია”, აბა ის კაცი ფოტოზე ვინ იყო?

Published on

  საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო გუშინ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთიან ყარაბახში  თვითგამოცხადებული რესპუბლიკის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ჩასული სეპარატისტული აფხაზეთის სამთავრობო დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა.
,,ცნობა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა  და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს შორის თითქოსდა გამართული შეხვედრის და მითუმეტეს საუბრის ან მოლაპარაკების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება ” – ნათქვამია განცხადებაში. 
საელჩოს განცხადებით, ,,სომხეთის სახელმწიფოს პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია.''
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც  ბრატისლავაში, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალზე იყო ჩასული, გუშინ სომეხ კოლეგას ედვარდ ნალბანდიას შეხვდა.
,,სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სომხეთის ურყევი პოზიცია დაუდასტურა, – ნათქვამია ქვეყნის   საგარეო უწყების ინფორმაციაში .
ამ განცხადებებმა ვერ მოხსნა კითხვის ნიშნები სერჟ სარგისიანთაფხაზური დელეგაციის შეხვედრასთან დაკავშირებით, ერადგან არსებობს დოკუმენტური ფოტომასალა, რომლის შესაძლო ნაყალბევობაზე  საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერაფერს ამბობენ. 
 
ფორმალური იყო თუ არაფორმალური, დაგემილი შეხვედრა თუ სუფრაზე  შემოსწრებულებთან ჭიქის მიჭახუნება, ამ ფაქტს  სომხეთის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მიმართ მეგობრულ ჟესტს ვერ უწოდებ. – ასეთია საზოგადოების რეაქცია სუფრასთან გადაღებულ ფოტზე, რომელიც თავის ფეისბუქ გვერდზე განათავსა ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან თანიამ წარწერით ,,აფხაზეთის დელეგაცია მიესალმება სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგისიანს და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბაქო სააკიანს''.
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...