მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია იმ სკანდალურ დოკუმენტს ეხმაურება, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ ქიბარ ხალვაში...

ნიკა გვარამია იმ სკანდალურ დოკუმენტს ეხმაურება, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის მფლობელი არასდროს ყოფილა

Published on

რუსთავი 2 – ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმ სკანდალურ დოკუმენტს ეხმაურება, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის მფლობელი არასდროს ყოფილა. 
გვარამიას თქმით აღნიშნული დოკუმენტი ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე დავას სრულიად ცვლის.
 
"მიმდინარე დავისთვის ცვლის ყველაფერს იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად, იმასთან ერთად, რომ ამ დოკუმენტის გარეშეც ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა, აბსოლუტურად უკანონოა და მისი დაკანონება წარმოუდგენელი იყო და პირველმა ორმა ინსტანციამ ეს იკადრა. ამან სასამართლო სისტემა დარტყმის ქვეშ დააყენა, ის ნდობის მინიმალურ მაჩვენებელზეა დასული, ეს პირველ რიგში რუსთავი 2-ის საქმის დამსახურებაა. ამ დოკუმენტით უკვე ფორმალურადაც შეუძლებელი ხდება ქიბარ ხალვაშს რამე მივაკუთვნოთ, პრაქტიკულად იურიდიული ინტერესი ვერ ექნება. ამ დოკუმენტით ჩანს, რომ ის იყო ფიქტიური შემძენია, მას არ ჰქონდა არავითარი სამართლებრივი უფლებები. ის ვისგანაც ფიქტიური შემძენი იყო დღეს მისი მოკავშირეები არიან, დვალს და აქიმიძეს ვგულისხმობ, მათაც დაკარგული აქვთ იმიტომ, რომ ხანდაზმულია მათი მოთხოვნა. ყველა მოთხოვნა ხანდაზმულია. შესაბამისად მოდავების უფლება არც ერთ ცოცხალ ადამიანს ამ ქვეყნად არ აქვს. ეს საქმეში  ცვლის იმას, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იქნება ნებისმიერი პირის მოთხოვნა, რომელიც დღევანდელი მესაკუთრეების მიმართ იქნება მიმართული. ეს ისედაც ასეა იმიტომ, რომ ისინი  კეთილსინდისიერი შემძენები არიან.
 
"ქიბარ ხალვაში თეორიულადაც კი მოთხოვნის დაყენებაზე უფლებამოსილი პირი არ არის. ამას ადასტურებს ეს დოკუმენტი. ასევე ადასტურებს, რომ მას აქვს 7 მილიონი ვალი ირაკლი ოქრუაშვილის. ეს მკაფიო და ცალსახაა. ჩემი და ოქრუაშვილის ურთიერთობა არასდროს არ ყოფილა კარგი, არავითარი კომუნიკაცია არ გვაქვს და არ გვექნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაც მან გააკეთა დასაფასებელია. ეს არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. წინა დღით მაგრამ მაინც საკმარისად ადრე პროცესამდე მოგვცა კომენტარი, რომლითაც დაადასტურა ამ დოკუმენტის უტყუარობა. რეალურად ირაკლი ოქრუაშვილი და ქიბარ ხალვაში ურთიერთობას როგორ გაარკვევენ ეს ცალკე საკითხია. მაგრამ ეს არ ეხება დღევანდელ რუსთავი 2-ს, რომელიც ნამდვილად კანონიერი მფლობელების ხელშია, რომლის მიმართაც გამოტანილია 2 უკანონო გადაწყვეტილება, დანაშაულებრივად უკანონო გადაწყვეტილება. მაგრამ ამ დოკუმენტის შემდეგ ფორმალურადაც სასამართლო შეუძლებელია ამ დავაში შევიდეს, თუნდაც ეს ძალიან სურდეს, იმიტომ რომ ქიბარ ხალვაში პრაქტიკულად უნდა ამოირიცხოს როგორც მხარე, ის არასდროს არ ყოფილა მფლობელი,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...