მთავარისიახლეებიინტერვიუსანდრა რულოვსი: ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა რთულია. შავსა და თეთრს შორის,...

სანდრა რულოვსი: ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა რთულია. შავსა და თეთრს შორის, ჰოლანდიური ცის მსგავსად, ნაცრისფერის მრავალი გრადაციაა

Published on

,,მას არაფერი  დაუძალებია. უბრალოდ მითხრა, რომ მე ვფლობ გასაღებს, რომელიც შემიძლია ავიღო და კარი გავაღო, ან დავტოვო გასაღები მაგიდაზე და არ გამოვიყენო. მან მითხრა, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი იყო და თუ არ ვიქნებოდი დარწმუნებული საკუთარ ნაბიჯებში, წარმატებას ვერ მივაღწევდი'' – ასე უპასუხა პოლიტიკოსმა  სანდრა რულოვსმა  რუზველტის უნივერსიტეტში დასმულ შეკითხვას, უწონებს თუ არა მეუღლე არჩევანს ჩაერთოს პოლიტიკაში.
სანდრა რუსლოვსი აგვისტოს დამლევს რუზველტის უნივერსიტეტის მიწვევით ჩავიდა   აშშ – ში, ქალაქ მიდლბურგში და მონაწილეობა მიიღო იქ გამართულ ღონისძიებაში, რომელსაც სხვადასხვა ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. –  ინფორმაციას ამის შესახებ იგი თავის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. 
 
,,წლების განმავლობაში, მე ვიყავი ხელშემწყობი ნიჭიერი სტუდენტების, რათა მათ გაეგრძელებინათ სწავლა საზღვარგარეთ. სამი ქართველი სტუდენტი სწავლობდა ამ უნივერსიტეტში მაშინ, როდესაც მე საქართველოს პირველი ლედი ვიყავი. მინდა 2017 წლიდან ისევ მქონდეს მუდმივი კავშირი ამ უნივერსიტეტთან და შეძლებისდაგვარად დავეხმარო მოტივირებულ, შრომისმოყვარე და ნიჭიერ სტუდენტებს, რათა მოახერხონ ჰოლანდიაში განათლების მიღება.- წერს სანდრა რულოვსი. – რეგიონალური მედიის წარმომადგენლები შემხვდნენ კამპუსში და დაინტერესდნენ ჩემი გადაწყვეტილებით – შევერთებოდი ქართულ პოლიტიკურ სარბიელს –  წერს სანდრა რულოვსი და მოჰყავს ფრაგმენტები ინტერვიუდან, რომელიც მან  ჰოლანდიურ ენაზე მისცა.
 
-ჰოლანდიური ხასიათის რომელი შტრიხები გამოგადგებათ ქართულ პოლიტიკაში?
-ის, რომ ვარ გაწონასწორებული და პრინციპული, რთულია ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა. პრობლემას ყოველთვის კომპლექსურად ვუყურებ და აღვიქვამ. შავსა და თეთრს შორის, ჰოლანდიური ცის მსგავსად ნაცრისფერის მრავალი გრადაციაა… ასევე ვიცი, რომ ჩავარდნების შემდეგ აუცილებლად იქნება აღმასვლა, წვიმის შემდეგ – მზე გამოანათებს და პირიქითაც… მნიშვნელოვანია, რომ ამ ბუნებრივ პროგრესს მიჰყვე.
საქართველო ახლა ძალიან მძიმე სიტუაციაშია, ფაქტობრივი სტაგნაციაა. ადამიანები ელოდებიან ვინმეს, ვინც ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს მათ. მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია, რომ მდგომარეობა გამოვასწოროთ. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ სერიოზული მიდგომითა და შრომისმოყვარეობით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი. ამას მარტო ვერ ვიზამდი, ეს გუნდური მუშაობის შედეგი იყო.
ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება ჩემთვის, უამრავი კონსულტაცია გავიარე. ჩემი სურვილი არასდროს ყოფილა პოლიტიკოსობა, მეტიც, ყოველთვის ვამბობდი, რომ ალერგიული ვარ პოლიტიკაზე, მაგრამ ესაა ჩემი მოქალაქეობრივი ვალი, რომ დავეხმარო მთელ ქვეყანას, ხელახლა დადგნენ განვითარების გზაზე და უკეთეს რეალობაში აღმოჩნდნენ.
თქვენს ქმარს მოსწონს თქვენი არჩევანი?
– მას არ დაუძალებია. უბრალოდ მითხრა, რომ მე ვფლობ გასაღებს, რომელიც შემიძლია ავიღო და კარი გავაღო, ან დავტოვო გასაღები მაგიდაზე და არ გამოვიყენო. მან მითხრა, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი იყო და თუ არ ვიქნებოდი დარწმუნებული საკუთარ ნაბიჯებში, წარმატებას ვერ მივაღწევდი. რა თქმა უნდა, ჩემი პოლიტიკაში ჩართვით ის გახარებულია. ჩემი ამ პროცესში ჩართვა სიმბოლურია, რადგან მისი მემკვიდრეობა არ დაიკარგება.
ჩემი უმცროსი შვილი ბედნიერია, რომ დედაც პოლიტიკოსი ჰყავს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ოჯახში ერთი პოლიტიკოსი საკმარისზე მეტიც კი იყო. მაგრამ ჩემი ქმარი უკრაინაშია, მე კი – საქართველოში, ეს კი სულ სხვა საქმეა.

 
 
 

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...