მთავარისიახლეებიპოლიტიკამარტვილის გამგებლის წინასაარჩევნო ვნებანი - რატომ აჭიანურებს იგი უზენაესი სასამართლოს...

მარტვილის გამგებლის წინასაარჩევნო ვნებანი – რატომ აჭიანურებს იგი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას?

Published on

მარტვილის რაიონის 21 სოფლის ყოფილი რწმუნებული თანამდებობებზე აღდგენას ითხოვს.  მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ მიიღო  გადაწყვეტილება მათი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობის შესახებ და მათი თანამდებობებზე აღგენის მოთხოვნით მიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის  გამგებელს ალექსანდრე გრიგალავას, იგი სასამართლოს გადაწყვეტილების  აღსრულებას აყოვნებს. 
აღსრულების   ათდღიანი ვადა 10 სექტემბერს იწურება, მაგრამ გამგებელი არ ჩქარობს, რასაც მოსარჩელეთა თქმით, აქვს თავისი მიზეზები, პირველ რიგში ის, რომ  გამგებელი ცდილობს არჩევნებამდე შეინარჩუნოს   სოფლების მოქმედი ხელმძღვანელები.
ეს უკანაკნელნი აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი რწმუნებულები თანამდებობებზე დაბრუნდებიან, სასამართლოში მარტვილის რაიონიდან ახალი, უკვე მათი  სარჩელი შევა.
 ყოფილი რწმუნებულები  ამაოდ ცდილობენ გამგებელთან შეხვედრას  აღსრულების ვადის დაცვის მოთხოვნით ,  იგი თავს არიდებს ამ შეხვედრას და უფრო მეტიც, როგორც ჩანს, მისი ბრძანებით  გამგეობის დაცვის სამსახური შენობაშიც კი  არ უშვებს მათ. 
ამასობაში კი გამგებელი და მისი მოქმედი წარმომადგენლები ადგილებზე აქტიურად ეწევიან   წინასაარჩევნო პროპაგანდას მმართველი გუნდის სასარგებლოდ, რითაც უხეშად ირღვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2008 წლის 17 აპრილს მიღებული მემორანდუმი , რომლის თანახმად  სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა და ასევე, სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან არჩევას.
უფრო მეტიც ერთერთი რწმუნებული სანიე კვანტალიანი პირდაპირ აცხადებს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერია და წინასაარჩევნო კამპანიაში ქართული ოცნები დახმარებას არ უარყოფს.
"არის ესეთი კანონები, რომელი პარტიაც მოვა, რომელი ხელმძღვანელიც მოვა, ის ნიშნავს თავის ხალხს", – ამბობს კვანტალიანი რუსთავი 2 -ის ჟურნალისტთან საუბარში . 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...