მთავარისიახლეებიეკონომიკაუხარისხობის გამო თხილის ფასი ყოველდღიურად მერყეობს-bpn.ge

უხარისხობის გამო თხილის ფასი ყოველდღიურად მერყეობს-bpn.ge

Published on

სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება პრობლემების ფონზე მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, წელს უპრეცენდენტო სიტუაციაა. არის შემთხვევები, როდესაც ისინი თხილის რეალიზაციას საერთოდ ვერ ახერხებენ უხარისხობის გამო. თხილის მწარმოებლის ხვიჩა ნანავას თქმით, თხილის ჩამბარებელი პუნქტები მასობრივად აბრუნებენ კლიენტებს, რადგან თხილის არც ნაჭუჭი ვარგა და არც გული. ადგილობრივების თქმით, თხილის ფასი ასეთი არასტაბილური არასდროს ყოფილა, ერთ დღეს შეიძლება 5 ლარამდე იყოს, მეორე დღეს კი 2, 50 ლარამდე დაეცეს. თხილის მწარმოებლების თქმით, ქარხნები განსაკუთრებული სიფრთხილით ამოწმებენ ნედლეულს. 
"ქარხანამ უარი მითხრა ახალი თხილის მიღებაზე. შარშანდელი თხილი რომ არ იყოს, ვერც კი ვიმუშავებთ. თხილის ფასი ყოველდღიურად მერყეობს. ხვალ რა იქნება, არავინ იცის. ძალიან დაძაბულები ვართ. ახლა 2 ტონამდე თხილი მაქვს საწყობში და არ ვიცი, კიდევ მივიღო თუ ჯერ ეს ამოვყიდო. გლეხები ცდილობენ, სანამ ნედლეულს წონა აქვს, მოიშორონ", – ამბობს თხილის მწარმოებელი ვალერი კოდუა. 
 
ლალი პაპასკირი

http://www.bpn.ge/finansebi/26095-ukhariskhobis-gamo-thkhilis-fasi-yoveldghiurad-meryeobs.html?lang=ka-GE

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...