მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტი მოსამართლეთა კანდიდატურების დამტკიცებას ხელოვნურად აჭიანურებს - მიაჩნიათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

პარლამენტი მოსამართლეთა კანდიდატურების დამტკიცებას ხელოვნურად აჭიანურებს – მიაჩნიათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

Published on

მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს , რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებზე მსჯელობა,იურიდიული კომიტეტის ფორმატში  6 სექტემბერს გაიმართება,  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიზე მწვავე კრიტიკით ეხმაურება. – მსჯელობას 6 სექტემბერს, სავარაუდოდ, მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება და საკანონმდებლო ორგანო  კანდიდატურების კენჭისყრას არჩევნებამდე ვერ მოასწრებს  –  ნათქვამია მის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში. 
 
„სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვართ მოწმენი საქართველოს პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციისადმი,  უზრუნველყოს ქართველი ხალხისთვის მართლმსაჯულების უფლება და დროულად დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისაგან დაზარალებული არის საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც ეზღუდება ეფექტური მართლმსაჯულების უფლება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
 
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უკვე მეორედ წარუდგინა. თავდაპირველად გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები შესთავაზა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ მათ მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მას აღნიშნულ თანამდებობაზე ხელმეორედაც იგივე – თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები წარუდგინა. ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის კანდიდატურაც შესთავაზა. პრეზიდენტის გარემოცვა თვლის, რომ პარლამენტი მოსამართლეთა კანდიდატურების დამტკიცებას ხელოვნურად აჭიანურებს. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...