მთავარისიახლეებიკონფლიქტებიკიშინიოვის აეროპორტიდან დეპორტით გამოისტუმრეს ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგლე

კიშინიოვის აეროპორტიდან დეპორტით გამოისტუმრეს ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგლე

Published on

გუშინ კიშინიოვის აეროპორტში მოლდოვას სასაზღვრო პოლიციამ  დააკავა და დეპორტით გამოისტუმრა ე.წ/ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგლე ოლეგ არშბა, რომელიც, აფხაზური მედიის ცნობით,  სამუშაო ვიზიტით მიემგზავრებოდა დნესტრისპირეთში   რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიწვევით.
   ,, მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლის მიმართ,  დაუშვებელია და დისკრიმინაციული. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას,  ობიექტური შეფასება მისცეს მომხდარს და გამოიყენოს თავისი ზეგავლენა მოლდავური მხარის მხრიდან  მსგავსი პროვოკაციული ქმედებების თავიდან აცილების მიზნით. '' – ასე გამოეხმაურა ამ ინცინდენტს  დე – ფაქტო  აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილე კან თანია თავის ფეისბუქ გვერდზე. 
 ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა ,ე.წ. ,,დნესტრისპირეთის რესპუბლიკის" საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. ,, აეროპორტში მომხდარი  მეტყველებს მოლდოვას ხელისუფლების სისუსტესა და პოლიტიკურ  უმწიფრობაზე. ეს კიდე ერთხელ ადასტურებს , თუ რა პრიმიტიული მეთოდებით ებრძვის მოლდოვის ხელისუფლება დნესტრისპირეთის საერთაშორისო კონტაქტებს. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევის  შესახებ  წინასწარი განცხადება გვქონდა გაკეთებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უცხოელი სტუმრის მიმართ რეპრესიული ზომები იქნა მიღებული. ვაცხადებთ, რომ მსგავსი ქმედებები და პანიკური დემარშები  ხელს ვერ შეუშლის  მოძმე სახელმწიფოებთან დნერსტრისპირეთის თანამშრომლობის განვითარებას, ამასთან ეს ხელს არ უწყობს  მოლდოვასა და დნესტრისპირეთს შორის მოლაპარაკებების პროცესს.  '' –  ნათქვამია  განცხადებაში.  
ცნობისათვის:   მოლდოვას ხელისუფლება პრინციპულად ახორციელებს  სეპარატისტული, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების  არაღიარების პოლიტიკას –  სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენლების დეპორტირება მოლდოვადან პირველი შემთხვევა არ არის -ზუსტად ერთი წლის წინათ 2015 წლის სექტემბერში მოლდოვის ხელისუფლებამ  რეისიდან მოხსნა. , აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები, რომლებიც  დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქ ტირასპოლში ოფიციალურ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ. უკან დაბრუნებისას კიშინიოვის აეროპორტში მათი რეისი გააჩერეს, დელეგაციის დეპორტირება მოახდინეს და მოლდოვაში 10 წლით შესვლა აუკრძალეს.
მოლდოვის ხელისუფლების მაშინდელი განცხადებით, ,,დელეგაციის წევრებმა ტირასპოლის ღონისძიებაში მონაწილეობით მოლდოვის სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობა შეურაცხყვეს.''
 

 

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...