სამი დღის განმავლობაში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურდა – ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და უკვე რამდენიმე დღეა საავადმყოფოში იმყოფება.
ეს ცნობა ნაკლებად დამაჯერებელი აღმოჩნდა უზბეკეთის მოსახლეობისათვის. რაც დრო გადის იზრდება მითქმა – მოთქმა, რომ პრეზიდენტი მკვდარია და სანამ ,,შიგნით'' არ გადალაგდებიან, ამას ხალხს არავინ გაუმხელს.
ცნობა ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ პირველად 29 აგვისტოს საღამოს პორტალ «Фергана.ру»- ზე გვრცელდა.
პორტალის მთავარი რედაქტორი, ცენტრალური აზიის საკითხების ექსპერტი დანიილ კისლოვი ყვება, რატომ არის მათი ინფორმაცია ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ სიმართლე და რატომ მალავს ამას ხელისუფლება. ,,დამაჯერებელი უარყოფა იქნებოდა, რომ ტელევიზიაში გასულიყო სიუჟეტი, სადაც პრეზიდენტი გამოჩნდებოდა ცოცხლად, თუნდაც ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი, წვეთოვანების ქვეშ ან, კიდევ უკეთესი, პარკში მოსეირნე ან სამუშაო კაბინეტში მყოფი. რატომ არ ვრცელდებაოფიციალური რეგულარული ცნობები მისი ჯანმრთელობს მდგომარეობის შესახებ, ავადმყოფობის დეტალური აღწერით ? არის მხოლოდ ორიოდ ფრაზა იმის შესახებ რომ პრეზუდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მის განკურნებას გარკვეული დრო დასჭირდება (ასეთი ფორმულირებით უარყო უზბეკეთის მთავრობამ, ინფორმაცია ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ).
მანამდე ისლამ ქარიმოვმა კლინიკური სიკვდილიც გადაიტანა, მაგრამ ესეც დამალეს. მთავრობას ალბათ თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქარიმოვი მკვდარია, ჩვენი ანონიმური წყაროები უმაღლესი ხელისუფლების დონეზე მუშაობენ, ისინი ჩვენთან თანამშრომლობენ თხუთმეტი წელია და მათ მიერ მოწოდებული არც ერთი ინფორმაცია აღმოჩენილა მცდარი. თუ საქმე საქმეზე მიდგა, ანონიმურ წყაროებს დავასახელებთ, მაგრამ მხოლოდ სასამართლოზე. ''
უზბეკეთის მამედიაში ქარიმოვის მდგმარეობის საკითხის გარშემო დუმილია გამეფებული. მთელი ყურადღება დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზეა გადატანილი, ვფიქრობ ქარიმოვის გარდაცვალების ოფიციალური დადასტრება გამოჩნდება მაშინ, როცა ეს მის გარემოცვას მისცემს ხელს.
ამ დუმილს აქვს თავისი მიზეზები – ჯერ ერთი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დიდძალი თანხაა დახარჯული, აქედან ბევრი წინასწარ შეჭმული და თუ დღესასწაული ჩაიშალა, მითვისებულ თანხებს ვერ ჩამოწერ. მეორეც, პრეზიდენტის წასვლის შემდეგ ვშიშობ არ ამოქმედდება ხელისფლების გადაცემის კონსტიტუციური რეგლამენტი. ახლა იქ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვინ იქნება შემდეგი და ცდილობენ მოძებნონ შესაფერისი კონსტიტუციური ფორმა. ისინი ახლა ინაწილებენ ძალაუფლებას , გააქვთ ან შემოაქვთ ფული. ამიტომ სჭირდებათ პაუზა. ,,ისინი" – ეს არის უზბეკეთის ელიტის ყველაზე გავლენიანი ნაწილი – უმაღლესი ეშელონი – პრეზიდენტის მეუღლე ტატიანა ქარიმოვა, პრემიერ – მინისტრი შავქათ მირზაევი და ყველაზე გავლენიანი პირი – ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე რუსტამ ინოიათოვი. მთელი ძალაუფლება აქამდეც და ახალაც მათ ხელშია თავმოყრილი, მაგრამ უნდათ, რომ გარედან ეს ყველაფერი ლამაზად ჩანდეს და გამალებიტ მსჯელობენ, როგორ გააკეთონ ისე, რომ პრემიერ მინიტრმა კონსტიტუციურად დაიკავოს პრეზიდენტის ადგილი. – ამბობს დანიილ კისლოვი.
ცნობისთვის, რეიტერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქარიმოვის გარდაცვალების ფაქტს უცხოეთის სამი ქვეყნის მაღალი რანგის დიპლომატი ადასტურებს