მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ჩიქოვანი: „შემიძლია დავასკვნა, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული დაგეგმარება იმისთვის, რომ არჩევნების შედეგების...

ირაკლი ჩიქოვანი: „შემიძლია დავასკვნა, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული დაგეგმარება იმისთვის, რომ არჩევნების შედეგების მანიპულირება მოხდეს.“

Published on

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს საუბნო საარჩვენო კომისიის ის სია წარუდგინა, რომლის მიხედვითაც  პროფესიული წევრები ქართული ოცნების მხრიდან გაცემული ინსტრუქციის საფუძველზე შეარჩიეს- განაცხადა ჩიქოვანმა.მაჟორიტარობის კანდიდატმა კონკრეტული პიროვნება დაასახელა, რომელიც ვისმა მხარდაჭერამაც ამ წევრების დამტკიცება დანაპირობა.ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ  მიმდინარეობს ინტენსიური ინფორმაციის შეგროვება იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, ვინც ასევე არის სამხედრო შეიარაღებულ ძალებში, ან გასამხედროებულ უწყებებში.ჩიქოვანის ბრალდებებზე სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა გიგა ფარულავამ, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს ბრალდებები აბსურდულია.დაახლოებით 700-ზე მეტი განაცხადი იყო შემოსული, 500-ზე მეტი უნდა გასულიყო. ბუნებრივია ხმათა უმრავლესობით გადის. თუ მას აქვს სამუშაო ვერსია, თუ ვინ ვის მისცა ხმა, ის ნახავს, რომ რომ აქ 10- 12 ხმითაც არის გასული ზოგიერთი. ბუნებრივია დამთხვევა იქნება და რა არის ამაში საგანგაშო და გაუგებარი არ მესმის”- აღნიშნა ფარულავამ.მისი თქმით, კომისიაში ისეთი წევრებიც აირჩიეს, რომლისთვისაც მას ხმა არ მიუცია.„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ამ საკითხს ბრიფინგი ორჯერ მიუძღვნა.პარტია მიმართავს  არასამთავრობო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ ამ ფაქტით და მოახდინონ რეაგირება.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...