მთავარისიახლეებიპოლიტიკაეუთოში რეგიონში არსებულ უსაფრთხოებასა და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

ეუთოში რეგიონში არსებულ უსაფრთხოებასა და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

Published on

რეგიონში არსებულ უსაფრთხოებასა და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქალაქ პოტსდამში. შეხვედრა  ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის მოწვევით გაიმართა.
მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. მიხეილ ჯანელიძემ თავის მიმართვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე.
„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე,  ოკუპაციაზე, რომელიც გრძელდება და რომელიც არა მარტო საქართველოსთვის არის საფრთხე, არამედ ზოგადად ევროპული უსაფრთხოებისთვის.
დღევანდელი დისკუსია მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაჩნდეს უფრო მეტი ნდობა თვითონ ორგანიზაციის ფარგლებში და როგორ შეიძლება იქნას მიღწეული მეტი კონსენსუსი კონფლიქტების დარეგულირებასთან დაკავშიrებით,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
 
 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...