მთავარისიახლეებიპოლიტიკასაბავშვო ბაღების მასწავლებლებს ბაღების სააგენტომ მათი პოლიტიკური კუთვნილებისა და აქტიურობის შესახებ კითხვარი...

საბავშვო ბაღების მასწავლებლებს ბაღების სააგენტომ მათი პოლიტიკური კუთვნილებისა და აქტიურობის შესახებ კითხვარი გაუგზავნა

Published on

საბავშვო ბაღების მასწავლებლებს ბაღების სააგენტომ კითხვარი გაუგზავნა, რომელშიც ერთ-ერთი შეკითხვა მათი პოლიტიკური კუთვნილებისა და აქტიურობის შესახებაა, -ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა თინა ბოკუჩავამ და გოგა ონიანმა ისაუბრეს. გოგა ონიანის განცხადებით, მერიამ და ბაღების სააგენტომ სუს-ის მანკიერი პრაქტიკა შეითავსეს, ვინაიდან ასეთი შეურაცხყოფა მასწავლებლებისთვის არც ერთ ხელისუფლებას არ მიუყენებია.„გუშინ ბაღების სააგენტომ, მერიის თანხმობით, თბილისში ყველა საბავშვო ბაღის დირექტორს ე.წ. რეესტრი გაუგზავნა, რომელშიც ერთ-ერთი კითხვის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: არის თუ არა პირი პოლიტიკურად აქტიური და რომელი სუბიექტის მიმართაა დადებითად განწყობილი. ასეთი შეურაცხყოფა არც ერთ ხელისუფლებას მასწავლებლებისთვის არ მიუყენებია. გარდა ამისა, ცალსახაა რომ მერიამ და ბაღების სააგენტომ სუს-ის მანკიერი პრაქტიკა შეითავსეს. ამ ხელისუფლების პირობებში, მერია ცდილობს გაარკვიოს ყველა მასწავლებლის პოლიტიკური ორიენტაცია და სწორედ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, განახორციელოს რეპრესიები მათთვის არასახარბიელო მასწავლებლების მიმართ თუ დააწინაუროს. დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ამ ხაზით აპირებს არჩევნების ჩატარებას, რომ დააშანტაჟოს, შეაშინოს საჯარო მოხელეები. პირდაპირ მინდა ვუთხრა ნარმანიას და ამ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, რომ ზეწოლები ვერ უშველით და 8 ოქტომბერს დასრულდება მათი მმართველობა“ – განაცხადა გოგა ონიანმა.თინა ბოკუჩავას თქმით კი, ე.წ რეესტრი ფინანსური ინფორმაციის შესახებაა და აქ პირის პოლიტიკური კუთვნილების შესახებ შეკითხვა, აბსოლუტურად ამოვარდნილია საერთო კონტექსტიდან. „ეს არის ცალსახა მცდელობა, რომ წინასაარჩევნოდ ნარმანიამ, რომელიც თავის ფუნქციებსაც ვერ ახორციელებს ნორმალურად, სუსის ფუნქციები შეითავსოს.ჩვენ ამ დარღვევის შესახებ უწყებათაშორის კომისიას ვაცნობებთ, რომელიც მოგეხსენაბათ წულუკიანის ხემძღვანელობის ქვეშაა. ეს არ არის პირველი დარღვევა. ჩვენ, სამწუხაროდ, მიგვიმართავს სხვა ტიპის დარღვევებით, რომლებზეც გამოძიება დაწყებულა, თუმცა კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა“ – განაცხადა ბოკუჩავამ. 
 
http://www.interpressnews.ge/ge/politika/394784-nacionaluri-modzraoba-baghebis-saagentom-mastsavleblebs-kithkhvari-gaugzavna-romelshic-erth-erthi-shekithkhva-mathi-politikuri-kuthvnilebisa-da-aqtiurobis-shesakhebaa.html

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...