მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - სკოლებში ქართული ენის დევნის პოლიტიკა...

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი სასწავლო წელი დაიწყო – სკოლებში ქართული ენის დევნის პოლიტიკა გრძელდება

Published on

დღეს აფხაზეთის სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო, წლეულს პირველ კლასში  2697 ბავშვი წავიდა- აცხადებს Sputnik Абхазия- თან საუბარში ოკუპირებული აფხაზეთის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე მედეა ჩენგელია. 
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით იგი აფხაზეთის სკოლებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, კერძოდ,  პედაგოგიური კადრების დეფიციტზე, რომელიც    ძირითადად ეხება საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს,  მაგრამ ყველაზე მეტად –  აფხაზური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტებს არააფხაზურენოვან სკოლებში. 
,,ახალი სასწავლო წლიდან ყველა არააფხაზურენოვან სკოლაში ბარდება გამოცდა აფხაზურ ენაში, ამით გაგრძელდება შარშან  შემოღებული სიახლე, რომელიც ითვალისწინებდა გადასაყვანი კლასების მოსწავლეთათვის  სავალდებულო გამოცდას აფხაზური ენაში,  წელს კი ეს ყველა სხვა  კლასსაც  შეეხება. შარშან აფხაზური ენის გამოცდა არააფხაზური სკოლების მოსწავლეებმა კარგად  ჩააბარეს  – ამბობს მედეა ჩენგელია  – 1551 მოსწავლემ მიიღო უმაღლესი შეფასება, თუმცა გალის სკოლებში კვლავ დიდი პრობლემებია აფხაზური და რუსული ენების სწავლების კუთხით.''
მისი თქმით,   სწორედ პედაგოგიური კადრების დეფიციტის გამო  მიმდინარეობდა ადრე გალის რაიონის ქვედა ზონის სკოლებში სწავლება  მხოლოდ ქართულ ენაზე, მაგრამ უკვე მეორე წელია ხდება  მასწავლებლების გადამზადება რუსულ ენაზე სწავლებაზე გადასვლისათვის.  შარშან გადამზადების კურსები 1-4 -ე კლასების მასწავლებლებმა, ხოლო წელს მეხუთე კლასის მასწავლებლებმაც გაიარეს.
მედეა ჩენგელია შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხსაც. მისი თქმით, მოსკოვში გამოცემულ რუსულ სახელმძღვანელოებს თავიანთი სახსრებით იძენენ მშობლები, ხოლო აფხაზური  გამოცემები უფასოდ რიგდება. ამჟამად დასაბეჭდად მზად არის 8 ახალი სახელმძღვანელო, მათ შორის  -,,  აფხაზური ენა’’, ,,მათემატიკა’’ ( 1 კლ.), ,,რუსული ანბანი’’,  ,,აფხაზური ენა’’, ,,ანბანი’’ და სხვ.
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...