არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, თბილისში, ძმ. კაკაბაძეების ქუჩა 2 ნომერთან, ,,პატრიოტთა ალიანსის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯიხურიდან, მოქალაქეებს უფასო საკვები პროდუქტი ურიგდებათ."ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებელი, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ადგილზე 21 აგვისტოს, დღის 12 საათზე იმყოფებოდა. მოქალაქეები მასთან პირად საუბარში აცხადებენ, რომ უფასო საკვები პროდუქტით ნებისმიერ მსურველს, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", დღეში ორჯერ ამარაგებთ. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი ადასტურებს, რომ საკვებთან ერთად მოქალაქეებს აღნიშნული პარტიის სააგიტაციო ბეჭდური მასალაც გადაეცემათ. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა სცადა გასაუბრებოდა იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ არიგებდნენ საკვებს, თუმცა, მათ უარი განაცხადეს პასუხზე და აგრესიული ტონით აიძულეს ტერიტორიის დატოვება", – ნათქვამია განცხადებაში.ორგანიზაციის განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფა და ნებისმიერი საქველმოქმედო საქმიანობა, როდესაც იგი საარჩევნო სუბიექტის მიერ, ან სუბიექტის სასარგებლოდ ხორციელდება, საარჩევნო კანონმდებლობით, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული და დასჯადი ქმედებაა."სამართლიან არჩევნებს" მიაჩნია, რომ სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მდგომარეობის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვა ჯანსაღი საარჩევნო გარემოსთვის საფრთხის შემცველი ქმედებაა, რაზეც კომპეტენტურმა უწყებებმა სათანადო რეაგირება უნდა მოახდინონ."მივმართავთ საქართველოს აუდიტის სამსახურსა და საქართველოს პროკურატურას, შეისწავლონ ჩვენს მიერ მათთვის გადაცემული მასალები და მოახდინონ სათანადო რეაგირება", – ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...