მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე - ჩვენ ვართ ახალი ”ნაციონალური მოძრაობა“

გიორგი ვაშაძე – ჩვენ ვართ ახალი ”ნაციონალური მოძრაობა“

Published on

დიახ, ჩვენ მზად ვართ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ახალი ”ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ გიორგი ვაშაძის და ზურაბ ჯაფარიძის პარტიები, რომლებთანაც პაატა ბურჭულაძის ძალა გაერთიანდა, ”ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთაა.”ჩვენ ბოლომდე ვცდილობდით ”ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმირებას, მის ცვლილებას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ამის მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღევანდელ ლიდერებს საერთოდ გააზრებულიც კი არ აქვთ ის პრობლემები და შეცდომები, რაც იყო დაშვებული თავის დროზე ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ არც მათ სჯერათ გამარჯვების და ვფიქრობ, რომ კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.მისივე თქმით, პირადად მას ბევრი იმ ლიდერისგან განსხვავებით, რომლებიც ”ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩა, თავისი ხელით უკეთებია საქმე.”მაგალითისთვის, დათო ბაქრაძე ერთ-ერთი რითიც გამოირჩევა, ყოველთვის თავს არიდებს ხოლმე ყველა საჭირბოროტო თუ პრობლემურ საკითხზე საუბარს. მე არ ვიცი ამ ადამიანს კონკრეტულად რა ფუნქცია აქვს ქვეყანაში. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას რეფორმებთან დაკავშირებით – თუ რეფორმები, იუსტიციის სახლების მშენებლობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური წინსვლა არის ”ნაციონალური მოძრაობა”, დიახ – ჩვენ მზად ვართ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ახალი ”ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შეძლებს ქვეყანის წინ წაწევას და წინსვლას”, – აღნიშნა პარტიის ლიდერმა. მისივე განმარტებით, ”ქართული ოცნება” არის სრულიად უუნარო გუნდი, რომელსაც არაფრის კეთება არ შეუძლია, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ფაქტობრივად ქვეყანა გაჩერებულია.”სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი აუცილებლად უნდა დამარცხდნენ 8 ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენ კი ახლა გავერთიანდით, პაატა ბურჭულაძის გარშემო– პროფესიონალები, რომლებსაც რეალურად შეგვიძლია ქვეყნის წინსვლა და კონკრეტული რეფორმების განხორციელება, რომელიც შემოსავალს მოუტანს თითოეულ ოჯახს. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ყველა პროფესიონალისთვის ნებისმიერ პოლიტიკური პარტიიდან, თუ სადაც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები. ჩვენ მზად ვართ ყველასთან ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვის და ქვეყანა წავიყვანოთ წინ”, – გიორგი ვაშაძე
 
http://www.interpressnews.ge/ge/paata-burtculadze-sakhelmtsifo-khalkhisthvis/394839-giorgi-vashadze-diakh-mzad-varth-vthqvath-rom-chven-varth-akhali-nacionaluri-modzraoba.html.
 

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...