მთავარისიახლეებისაზოგადოებადაკარგული კურსანტების მშობლების თქმით მათთვის მისაღები იქნებოდა პატივის მიგების ცერემონიის გამართვა ცხედრების...

დაკარგული კურსანტების მშობლების თქმით მათთვის მისაღები იქნებოდა პატივის მიგების ცერემონიის გამართვა ცხედრების პოვნის შემდეგ

Published on

გონიოში, წვრთნების დროს დაკარგული იაგო შარაძის ოჯახის წევრების ნაწილი დღეს დაგეგმილი ცერემონიის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. შარაძის ბაბუა და ბებია აცხადებენ, რომ მათთვის მისაღები იქნებოდა პატივის მიგების ცერემონიის გამართვა მხოლოდ ცხედრის პოვნის შემდეგ. 
შარაძის დედა ელენე მაკრიდისი შიმშილობას აგრძელებს და აცხადებს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას იქამდე არ შეწყვეტს, სანამ სამძებრო ღონისძიებები არ განახლდება. ამის პარალელურად, ელენე მაკრიდისი მოხარულია, რომ მისი შვილის სულისთვის პატრიარქი ილოცებს. 

ვლადიმერ შარაძე კი თავდაცვის სამინისტროს თხოვნით მიმართავს, გააგრძელოს სამძებრო ღონისძიებები.  გონიოში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი  იმყოფებოდა.ილია მეორემ ოჯახის წევრები დალოცავა, რის შემდეგაც ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების პატივის მიგების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურები დაესწრნენ. ცერემონიალში მონაწილეობას მიიღეს ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, რომლებმაც დაკარგული სამხედროების პატივის მისაგებად ზღვაში ორ გვირგვინი ჩაუშვეს.
 
 
 

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...