მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი ბოლო 4 წელს აფასებს- „რეგიონები ფაქტიურად აყვავდა"

ბიძინა ივანიშვილი ბოლო 4 წელს აფასებს- „რეგიონები ფაქტიურად აყვავდა”

Published on

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოლო 4 წელს აფასებს და აცხადებს, რომ „რეგიონები ფაქტიურად აყვავდა, რადგან გაცილებით მეტი საწარმო გაიხსნა, ვიდრე წინასაარჩევნო პერიოდში იყო დაპირება. ივანიშვილის თქმით, აწაღაში მშენებლობებისა და ინვესტიციების რიცხვი გაიზარდა, ვითარდება ტურიზმიც. ნაციონალების დროს 11 თუ 17 საწარმო გაიხსნა სულ, დღეს კი ციფრები საპირისპიროს მეტყველებენ.“- განაცხადა ივანიშვილმა."რა თქმა უნდა, კარგად ვიცი, რამდენი გაჭირვებული ადამიანია და ყველა მოქალაქემ იცის ეს, მაგრამ ეს არ არის მთავრობის მუშაობის რეალური შეფასება. როდესაც ამბობენ, რომ გაჩერდა აჭარა, რის საფუძველზე ამბობენ ამას. ინვესტიციები გაიზარდა, ტურიზმი 80%-ით გაიზარდა. თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 8 წელში 200 სასტუმრო ააშენა, 4 წელიწადში 170 საწარმო აშენდა და 6 ათასი დამატებითი ადგილი გაჩნდა აჭარაში. 41 ახალი საწარმო გაიხსნა და 5 გარემონტდა 4 წლის განმავლობაში. მახსოვს პირველ წელიწადს, როდესაც მოვედი პოლიტიკაში, პირველ თვეებში მეუბნებოდნენ, სად არის ის 60 საწარმო, მერე ეს 100 გადააქციეს. მე მართლაც ვთქვი წინასაარჩევნო დაპირებაში, რომ თითოეულ რეგიონში მართლაც აშენდეს თითო საწარმო, საშუალო ან მცირე, მართლაც ვთქვი 60, მერე 100 -ად გადააქციეს და ვიდრე ვიყავი პრემიერი, 6 თვის განმავლობაში მიტევდნენ, აბა სად არის, დღეს რატომ აღარ კითხულობენ? რადგან გაცილებით მეტი საწარმო გაიხსნა, გარემონტდა 1000-მდე, ახალი საწარმოც გაცილებით მეტია ვიდრე 100 და როგორც მე მახსოვს 135-მდე ახალი, გარემონტებასთან და აღდგენასთან ერთად 1000 საწარმომდე მოხდა განახლება", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...