მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქულმა მხარემ გონიოში დაღუპული სამხედროების ძებნის ოპერაცია შეწყვიტა- იაგო შარაძის დედამ...

თურქულმა მხარემ გონიოში დაღუპული სამხედროების ძებნის ოპერაცია შეწყვიტა- იაგო შარაძის დედამ კი შიმშილობა დაიწყო

Published on

16 აგვისტოს გონიოში სამხედრო წვრთნების დროს დაღუპული ჯარისკაცების ძებნის ოპერაცია თურქულმა მხარემ შეწყვიტა.11 დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.დღეს დილით ერთ-ერთი დაღუპილის იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო.ელენე შარაძეს პრეტენზიები აქვს ოფიციალურ სტრუქტურებთან, რადგან ოჯახი ამბობს, რომ სამძებრო სამუშაოების შეჩერების შესახებ ინფორმაცია მათთვის ოფიციალურად არავის მიუწოდებია. „რა ხდება, რატომ წავიდა თურქული გემი. გემი თითქმის თვალს მიეფარა, აღარ ეძებენ ჩემს შვილს. მე მინდა ძებნა გააგრძელონ. ცოცხალ შვილს არ ვითხოვ, მკვდარი შვილის ცხედარი მინდა, რომ საფლავი მქონდეს. უვადო შიმშილობა დავიწყე, სიცოცხლის ბოლომდე შიმშილობას ვაცხადებ. თუ ვნახავ, რომ ჩემი შვილი ვერ მიპოვეს, ბენზინს გადავისხამ და დავიწვამ თავს. ან აქედან ჩემი შვილის ცხედრით წავალ ან მეც მკვდარს წამიღებენ“, – აღნიშნა გუშინ ელენე შარაძემ. 
16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ. გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...