მთავარისიახლეებისაზოგადოებაუგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდშიც აღინიშნა

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდშიც აღინიშნა

Published on

30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოს  5 ქალაქში აღინიშნება. მათ შორის თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები დაიგეგმა.უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია “ქსენონის” მხარდაჭერით მოეწყო  ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს.საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2300-ზე მეტი პირი  ითვლება დაკარგულად. მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო მრავალი წელია გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებიან. 30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან ხოლო სრულიად საქართველოში 2011  წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს.ამ ღონისძიებებზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს მთელი საქართველოს მასშტაბით საშუალება ეძლევათ შეხვდნენ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს, კიდევ ერთხელ გაიხსენონ გაუჩინარებული ახლობლები და ერთმანეთს გაუზიარონ განცდები.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...