30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოს 5 ქალაქში აღინიშნება. მათ შორის თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები დაიგეგმა.უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია “ქსენონის” მხარდაჭერით მოეწყო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს.საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2300-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად. მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო მრავალი წელია გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებიან. 30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან ხოლო სრულიად საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს.ამ ღონისძიებებზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს მთელი საქართველოს მასშტაბით საშუალება ეძლევათ შეხვდნენ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს, კიდევ ერთხელ გაიხსენონ გაუჩინარებული ახლობლები და ერთმანეთს გაუზიარონ განცდები.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდშიც აღინიშნა
სიახლეები
საზოგადოება
ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებისთვის
ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რათა დაეხმაროს რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში - ინფორმაციას Financial...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა - დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიზნობრივი სანქციები...
მსოფლიო
ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების
ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების | ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და...
საზოგადოება
პარტია იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს – მიხეილ სააკაშვილი
"რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებს - ისინი იქნებიან ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია...