მთავარისიახლეებისაზოგადოებასექტემბრის პირველ დღეებში იწვიმებს

სექტემბრის პირველ დღეებში იწვიმებს

Published on

მიმდინარე კვირას საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს და ხვალ კარგი ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-30 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 33-36 გრადუსი. 
1-ელი სექტემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
1-ელ სექტემბერს, ღამით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. 
1-ელ სექტემბერს ღამით იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში. ასევე მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვა, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.
შედეგად, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ტემპერატურა დაახლოებით 5 გრადუსით დაიკლებს და 23-24 გრადუსი , აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, მაქსიმალური ტემპერატურა 27-29 გრადუსი იქნება. 
2-3 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 
საქართველოში არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსი დოდო გვაზავა 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...