მთავარისიახლეებიპოლიტიკაეუთოს სადამკვირვებლო მისია 2016 წლის არჩევნებს დააკვირდება

ეუთოს სადამკვირვებლო მისია 2016 წლის არჩევნებს დააკვირდება

Published on

 

 დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოში დღეიდან იწყებს. ეუთოს სადამკვირვებლო მისია თბილისშია.წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე და არჩევნების დღის პროცესებს სულ 350 დამკვირვებელი გააშუქებს. ეუთოს მისია  დასკვნებს არჩევნების მეორე დღეს გამოაქვეყნებს.„აქ იმყოფება 12 კაციანი მოკლევადიანი სადამკვირვებლო ჯგუფი. ორშაბათს ჩამოვა გრძელვადიანი ჯგუფი, 26 წევრის შემადგენლობით, ისინი ეუთოს 15 წევრი ქვეყნიდან არიან წარმოდგენილნი. ჩვენი მიზანია, ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო დელეგაციებთან. რამდენიმე კვირაში გამოვაქვეყნებთ წინასწარ ანგარიშს და საარჩევნო პროცესის დასრულებიდან 8 კვირაში, საბოლოო დასკვნას გამოვაქვეყნებთ. ჩვენი მიზანია პროცესი შევაფასოთ ობიექტურად,“ – განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა ალექსანდრე კელტჩევსკიმ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...