მთავარისიახლეებიპოლიტიკაშესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული პერიოდი თავმჯდომარის გარეშე მოუწიოს ფუნქციონირება

შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული პერიოდი თავმჯდომარის გარეშე მოუწიოს ფუნქციონირება

Published on

არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული პერიოდი თავმჯდომარის გარეშე მოუწიოს ფუნქციონირება.4 მოსამართლეს, მათ შორის გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა სექტემბრის ბოლოს ეწურება. დეპუტატების ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ თემის განხილვა საკანონმდებლო ორგანოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს მოუწევს.კონსულტაციები პირველი სექტემბრიდან იწყება. სწორედ ამ დროს აპირებს პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი კანდიდატის დასახელებასაც.კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატების დასახელების უფლება პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს აქვს. საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობას კანდიდატების ცალცალკე წარდგენის უფლებამოსილება ეძლევათ.ვინ ჩაანაცვლებს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურებათ. სახელდება რამდენიმე კანდიდატურა, რომლებიც შესაძლოა ამ პოსტზე წარადგინონ, მათ შორის არიან ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და ევა გოცირიძე.
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...