მთავარისიახლეებიპოლიტიკაეროვნული ფორუმის სახელით წალენჯიხა-ჩხოროწყუს N67 მაჟორიტარულ ოლქში კენჭს ბიძინა ყალიჩავა იყრის

ეროვნული ფორუმის სახელით წალენჯიხა-ჩხოროწყუს N67 მაჟორიტარულ ოლქში კენჭს ბიძინა ყალიჩავა იყრის

Published on

დღეს, 29 აგვისტოს, სასტუმრო „რედისონში“ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა, კახაბერ შარტავამ მაჟორიტარობის 17 კანდიდატი წარადგინა. – ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნული ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზეა განტავსებული. ,,წარდგენილი კანდიდატები  გამარჯვებისთვის ყველა რეგიონში იბრძოლებენ – განაცხადა კახა შარტავამ.  – წარდგენილებს შორის არიან პარტიის ძველი წევრები და ახალი სახეები.
”გვყავს, რა თქმა უნდა, რაიონებისთვის ცნობილი ადამიანები, რომლებიც მხარდამჭერები იყვნენ ჩვენი, არ იყვნენ ეროვნული ფორუმის წევრები, დღეს გახდნენ და იმედი მაქვს, რომ თავის მოვალეობას კარგად გაართმევენ თავს, ისე როგორც, ამდენ ხანს მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდნენ“ – განაცხადა ეროვნული ფორუმის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რევაზ შავიშვილმა.
დღეს წარდგენილ კანდიდატთა  შორისაა ბიძინა ყალიჩავა, რომელიც ფორუმის სახელით წალენჯიხა-ჩხოროწყუს N67 მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.
 დღევანდელი პრეზენტაციით ფორუმმა თბილისის კანდიდატების წარდგენა დაასრულა, ხოლო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში კანდიდატების დასახელებას ეტაპობრივად განაგრძობს.
 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...