მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი: ,,რაჭიდან, ბარაკონიდან მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს დიდი დღესასწაული''

საქართველოს პრეზიდენტი: ,,რაჭიდან, ბარაკონიდან მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს დიდი დღესასწაული”

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარიამობის სადღესასწაულო წირვას ამბროლაურში, ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში დაესწრო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა. 
,,რაჭიდან, ბარაკონიდან მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს დიდი დღესასწაული. გილოცავთ მარიამობას!", – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
პრეზიდენტი ამბროლაურში იმყოფება კამპანიის "შენი ხმა ჩვენი მომავლია" ფარგლებში,  აქ იგი საზაფხულო სკოლას ეწვია და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას. 

 

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...