მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეძლებს თუ არა საკრებულო ნარმანიას იმპიჩმენტს? იმპეჩმენტის პროცედურაზე მუშაობა საკრებულოში გრძელდება

შეძლებს თუ არა საკრებულო ნარმანიას იმპიჩმენტს? იმპეჩმენტის პროცედურაზე მუშაობა საკრებულოში გრძელდება

Published on

დავით ნარმანიას იმპეჩმენტის პროცედურაზე მუშაობა საკრებულოში გრძელდება. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე კურიერთან საუბრისას აცხადებს, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მერის გადადგომის მოთხოვნით მათ სხვა დეპუტატებიც შეუერთდებიან და იმპიჩმენტის პროცედურის გახორციელება რთული არ იქნება.
„მერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი რჩება დღის წესრიგში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ბევრი კოლეგა შემოგვიერთდება საკრებულოში და უნდობლობის პროცედურის დაწყება გახდება რეალური თუ იქამდე არ აიძულეს დავით ნარმანია, დაწეროს განცხადება გადადგომაზე. არანაირი პრობლემის აღქმა, არანაირი ხედვა ამ პრობლემის გამოსწორების არ იგრძნობოდა გუშინდელ სხდომაზე. ის საუბრობდა, რომ სამომავლოდ განყოფილების სახელები უნდა შეცვალოს და რაღაც რეორგანიზაცია უნდა ჩაატაროს გამწვანების სამსახურში, რაც აბსოლუტურურად შეუსაბამოა“ – განაცხადა ირაკლი აბესაძე.
 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...