მთავარისიახლეებისაზოგადოებავისი ბრალია საარჩევნო გეოგრაფიის ხარვეზები, რაზეც პრემიერი მხოლოდ თვენახევრით ადრე საუბრობს

ვისი ბრალია საარჩევნო გეოგრაფიის ხარვეზები, რაზეც პრემიერი მხოლოდ თვენახევრით ადრე საუბრობს

Published on

პრემიერმინისტრისკრიტიკულ განცხადებას საარჩევნო ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით, რომელიც მან   გუშინ  რაჭაში გააკეთა, პოლიტიკურ დასაზოგადოებრივ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.  
მმართველი გუნდი  ეთანხმება პრემიერს,   რომ საარჩევნო ოლქების შეცვლილი საზღვრები არასწორია, თუმცა იხსნის პასუხიმგებლობას საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილებისათვის და ამაში,  საკონსტიტუციო სასამართლოს ადანაშაულებს. 
 
პრემიერის განცხადებას გაუგებარს უწოდებს სამოქალაქო სექტორის ნაწილი, რამდებადაც   ოლქების ახლანდელი გადანაწილებასწორედ ქართული ოცნების გადაწყვეტილებით მოხდა.
„ქართული ოცნების გადაწყვეტილებით მოხდა ოლქების ისეთ გადანაწილება, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ. ჩვენ არასამთავრობოები თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ ხმის წონის თანაბრობასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრა, რომელიც სახეზე იყო წინა გადანაწილებით ოლქებისა, იქნებოდა უფრო ეფექტური თუკი საერთოდ გაუქმდებოდა მაჟორიტარული სისტემა,“ – აცხადებენ სამართლიან არჩევნებში.
 
საპარლამენტო ოპოზიცია  მმართველ გუნდს ახსენებს იმ განხილვებს, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერების თქმით, არსებული მოუწესრიგებელი საარჩევნო სისტემის არსებობა სწორედ ქართულ ოცნებას და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უკავშირდება.
 
რესპუბლიკელები გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას პოპულიზმად მიიჩნევენ, მატი აზრით, არჩევნები უნდა ჩატარებულიყო რეგიონულ – პროპორციული სისტემით, რომელიც სწორედაც, რომ წარმოადგენდა რეგიონებს.
თავისუფალ დემოკრატებში ამბობენ, რომ ახალი საოლქო საზღვრებით თავად მმართველი გუნდი დაიბნა. ალექსი პეტრიაშვილის თქმით, შეტანილი ცვლილება ოცნებას ამომრჩევლის მობილიზებაში ხელს შეუშლის.: „დიდი გამჭრიახობით აბლანდეს ეს საზღვრები საარჩევნო ოლქის, რომ ახლა თვითონაც დაბნეულები არიან.''
 
 
.,,ნაციონალურ მოზრაობაში აცხადებენ, რომ  შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი, თავის დროზე, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იყო. „ერთადერთი გზა, რომ ამ სისტემით არ ჩატარებულიყო არჩევნები, ასეთი აჯღაბუჯღა ოლქები არ შექმნილიყო, როგორც ახლა ქართულმა ოცნებამ, პირადად გიორგი კვირიკაშვილმა შექმნა, იყო პროპორციული არჩევნები,“- აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.
 
„პრემიერის განცხადებები არის პოპულიზმი. ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს ქართულ ოცნებას. ჩვენი პოზიცია იყო ს,“ – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...