მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

Published on

ნაციონალური მოძრაობა უკვე მეორე დღეა დედაქალაქის მთავრობის მეთაურის გადადგომის მოთხოვნით, დეპუტატების ხელმოწერებს აგროვებს. თბილისის მერის იმპიჩმენტისთვის ოპოზიციას უმრავლესობის დეპუტატების მხარდაჭერაც სჭირდება.მერის გადადგომას ნაცმოძრაობასთან ერთად ითხოვენ რესპუბლიკელები, ეროვნული ფორუმი, საკუთარ პოზიციას დღეს გაახმაურებს ბურჯანაძის ფრაქციასაც. უნდობლობის მოთხოვნაზე ხელი უკვე მოწერილი აქვს ალეკო ელისაშვილს.დავით ნარმანიას გადადგომის მიზეზებს შორის ოპოზიცია ქალაქში არსებულ უამრავ პრობლემას – დაპირებული მილიონი ხის ნაცვლად გაჩეხილ მწვანე საფარს, განუხორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გადათხრილ ქუჩებსა და ნეპოტიზმს ასახელებს.ოპოზიციის მოთხოვნისთვის მხარდაჭერას არ აპირებს უმრავლესობა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ხელმოწერების შანსი პრაქტიკულად არ აქვს.
 
 
 
 
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...