„დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია მის მიმართ მუქარაზე საუბრობს

0
431
„დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ  გამართა ბრიფინგი, სადაც   ყოფილი პოლიციელი , მის მიერ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  „ზონდერად “ მოხსენიებული  ზაზა ხასაია მის მიმართ სიტყვიერ დაპირისპირებასა და მუქარაში დაადანაშაულა.
მიქაია აცხადებს, რომ გუშინ, 25 აგვისტოს, ქალაქის ცენტრში ავტომანქანით გადაადგილებისას ხასაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასთან ფიზიკური დაპირისპირებაც სცადა, რისი საშუალებაც ხასაიას მისივე თანმხლებმა პირებმა არ მისცეს.
 
,,ზონდერი  დამემუქრა,  რომ ,,მალე მოვა დრო და  შემჭამს და გამანადგურებს''-  ეს მუქარა  პირდაპირ უკავშირდება არჩევნებს.  როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ დაბალმა რეიტინგმა და  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სანდრა რულოვსის დასახელებამ,   მას  არჩევნებში  „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების იმედი ცაუსახა და ფიქრობს, რომ  ჩემზე  შურისძიების შესაძლებლობა მიეცემა – განაცხადა კახა მიქაიამ
მიქაიას ინფორმაციით, ხასაია როლანდ ახალაიას და მეგის ქარდავას „მარჯვენა ხელია“, იგი თავის დროზე მონაწილეობდა  სააკაშვილის და ახალაიას მიერ დაგეგმილ აქციებში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ,  ამის მიუხედავად, ჰქონდა  მცდელობა  პოლიციაში დარჩენილიყო ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“  მოსვლის შემდეგაც, თუმცა ეს განზრახვა ჩაეშალა  და პოლიციიდან დაითხოვეს მისი და ჟურნალისტ ნანა ფაჟავას პროტესტის  შედეგად. შურისძიების მოტივიც ეს არის.
 
კახა მიქაიამ კრიტიკული  განცხადებები გააკეთა  „ქართული ოცნების“  მიმართაც და აღნიშნა, რომ იგი ტყუპისცალივით დაემსგავსა  „ნაციონალურ მოძრაობას“ , რასაც  კორცხელის მოვლენებიც ადასტურებს. 
 
მან მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას, სამხარეო პოლიციის უფროს გიგა ზესაშვილს და სამმართველოს უფროს კობა ხარებავას მიიღონ შესაბამისი ზომები და  რომ მისი და მისი მეგობრების  მიმართ   ზაზა ხასაიას მხრიდან მსგავსი მუქარისა  და ძალადობის განმეორების შემთხვევაში მთელ   პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ.
წინა სტატია,,იქ მიშა წევს’’…
შემდეგი სტატიარვა წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების დღიდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური