მთავარისიახლეებიეკონომიკა30-31 აგვისტოს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბაშის, სენაკის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში...

30-31 აგვისტოს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბაშის, სენაკის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებსა და ქალაქებს

Published on

 მიმდინარე წლის 30-31 აგვისტოს, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბაშის, სენაკის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებსა და ქალაქებს – ნათქვამია  განცხადებაში, რომელსაც შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ თავის ელექტრონულ გვერდზე აქვეყნებს. 
,,მიმდინარე წლის 30-31 აგვისტოს განხორციელდება „ქუთაისი-სოხუმის“ D-500მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება კმ.ნ.28+00-დან კმ.ნ.98-მდე მონაკვეთზე. რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე შეიცვლება ორი DN-500მმ სახაზო ონკანი, ასევე აღდგება კოროზირებული მონაკვეთები და განხორციელდება მდინარე ჯუმის საჰაერო გადასასვლელის რეაბილიტაცია. ასევე მოხდება ახლად აშენებული სექციის შეჭრა.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები უკავშირდება  მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. 
 შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს შექმნილი ვითარების გამო  – ნათქვამია განცხადებაში
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...