მთავარისიახლეებისპორტიქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ

ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ

Published on

წუხელ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებსა და სპორტსმენებს გულშემატკივრები დახვდნენ.
აეროპორტში იმყოფებოდა ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც  მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობისათვის, მისი თქმით, ეს არის ქვეყნის წარმატება და სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას.
 თავის მხრივ ოლიმპიელებმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს გულშემატკივრებს. "მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დროის განმავლობაში გვგულშემატკივრობდა, ვისაც ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ შეეპარა. ეს გამარჯვება არის თითოეული ჩვენგანის და მთელი საქართველოსი. ემოციები დღეს უფრო მეტად გვაქვს მოჭარბებული და ამდენი ადამიანის აქ ყოფნა ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა", – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...