მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ზუგდიდი უნდა გავხადოთ სამეგრელოს ტურისტული ჰაბი."- ირაკლი ჩიქოვანმა თანაქალაქელებს ზუგდიდის განვითარების ხედვა...

“ზუგდიდი უნდა გავხადოთ სამეგრელოს ტურისტული ჰაბი.”- ირაკლი ჩიქოვანმა თანაქალაქელებს ზუგდიდის განვითარების ხედვა გააცნო

Published on

"ვპირდები მოსახლეობას, აქ ჩვენ შევქმნით ისეთ ცენტრს, სადაც დამწყებ ბიზნესმენებს შეეძლებათ წამოიწყონ და განახორციელონ ახალი იდეები და ამავე დროს დაასაქმონ სხვებიც. რასაც ვპირდები ხალხს არის, ის რომ ჩვენ ზუგდიდი უნდა გავხადოთ სამეგრელოს ტურისტული ჰაბი. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება ის, რომ ჩვენ დადიანების სასახლეთა კომპლექსსა და ბოტანიკურ ბაღს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსზე აპლიკაცია გავაკეთოთ, რაც ზუგდიდს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ავტომატურად დასვამს"- ასე მიმართა „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა დადიანების სასახლის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას, სადაც ქალაქის განვითარების ხედვა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა. შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს დიდ ეკრანზე ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო  ვიდეორგოლი უჩვენეს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  აღნიშნა, რომ ქალაქს არ აქვს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა და  2007 წლიდან დღემდე ქალაქში მხოლოდ 15 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ირაკლი ჩიქოვანმა პირობა მისცა ამომრჩევლებს, რომ იქნება უფრო უკეთესი, გამოცდილი და ძლიერი დეპუტატი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ ზუგდიდი სოციალურ-ეკონომიკური განვითარდეს და იყოს გამორჩეული ქალაქი.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....