მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთის ტანკებმა სირიის საზღვარი გადაკვეთეს, ქურთი პოლიტიკოსები ამას ქვეყნის ოკუპაციად აფასებენ

თურქეთის ტანკებმა სირიის საზღვარი გადაკვეთეს, ქურთი პოლიტიკოსები ამას ქვეყნის ოკუპაციად აფასებენ

Published on

 ტელეკომპანია „ბიბისის“ ცნობით, თურქული სატანკო შენაერთები სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის საზღვრიდან ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარე ჯარაბლუსის რაიონის ტერიტორიაზე შევიდნენ. ქალაქს „ისლამური სახელმწიფო“ 2013 წლიდან აკონტროლებს.
  სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, დღეს იქ თურქეთმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ოპერაციაში სახელწოდებით „ევფრატის ფარი“ 20-მდე თურქული ტანკი მონაწილეობს.
 
სირიელი ქურთები ამ ოპერაციას ქვეყნის ოკუპაციის მცდელობად აფასებენ. ,,თურქეთი ცდილობს თავისი ირიბი ოკუპაცია პირდაპირ ოკუპაციად აქციოს. მოვითხოვთ მისგან შეწყვიტოს  სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯუფებების მხარდაჭერა და დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარების ქვეყნის ტერიტორიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში  ნებისმიერ ფასად გამოვაძევებთ მათ ჩვენი ტერიტორიიდან – აცხადებს   ქურთების პარტია ,,დემოკრატიული კავშირის"  ლიდერი საფრანგეთში ჰალიდ ისა.
 
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილოეთში ,,ისლამური სახელმწიფოს'' მხრიდან მომავალი საფრთხის სრულ ლიკვიდაციამდე  გაგრძელდება.
მცირე ხნით ადრე პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის  სირიის საკითხში ითანამშრომლოს  როგორც მთელ საერთაშორისო კოალიციასთან, ისე რუსეთთან. 
 

 

 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...