მთავარისიახლეებიმსოფლიოფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვაში გაუშვა

ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვაში გაუშვა

Published on

ფხენიანმა იაპონიის ზღვაში მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის ინფორმაციით, მეზობელმა ქვეყანამ რაკეტა წყალქვეშა ნავიდან გაუშვა. სეულში აცხადებენ, რომ ჩრდილო კორეულმა რაკეტამ 500 მეტრიანი დისტანცია დაფარა და ზღვაში ჩავარდა.ფხენიანმა ბირთვული ექსპერიმენტი რეგიონში სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნების ფონზე ჩაატარა.
რაკეტის გაშვებამდე, ჩრდილო კორეამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა და ამ წვრთნების აკრძალვა მოითხოვა. ფხენიანში აცხადებენ, რომ მანევრების დროს ამერიკელი და სამხრეთ კორეელი სამხედროები ფხენიანის ბირთვული და სტრატეგიული ობიექტების განადგურების სცენარზე მუშაობენ.

 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...