6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ პერუჯის სამხრეთ- აღმოსავლეთით – აცხადებს იტალიის ხელისუფლება- დაღუპულია ათზე მეტი ადამიანი. მიწისქვესა ბიძგები იგრძნობოდა რომშიც.
მიწისძვრა წუხელ, გამთენიისას, ადგილობრივი დროით 3:36 მოხდა, ქალაქის მერმა პირველივე წუთებში ადგილობრივი რადიო სადგურით მიმართა მოსახლეობას და სიმტკიცისაკენ მოუწოდა. ქალაქის ცენტრში დაინგრა რამდენიმე შენობა, რომელთა ნანგრევებში ხალხია ჩარჩენილი, ქალაქში შემავალი გზები ბლოკირებულია – ჩახერგილია ნანგრევებით, იყო მეწყერიც და შესაძლოა ჩაინგრეს ხიდიც – აღნიშნა მან, – გათიშულია ელექტროსისტემა,მოსახლეობას დენი არ მიეწოდება, ,,ქალაქის ნახევარი გაქრა, სიბნელეშია შთანთქმული“ – განუცხადა მან რადიოსადგურ RAI-ს
გაზეთი La Repubblicaიტყობინება, რომ რომში 20 წამის განმავლობაში ირყეოდა შენობები.ოთხსულიანი ოჯახი იპოვეს ნანგრევებშიაკუმოლიში -აცხადებს ამ ქალაქის მერი
პოლიციის განცხადებით ორი ადამიანია დაღუპული მდეზობელ სოფელში პასკარა დელ ტრონტოში. პირველ განცხადებებში ლაპარაკი იყო 6,4 ამპლიტუდის მიწისძვრაზე, რასაც შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც ძლიერი განმეორებითი ბიძგები მოყვა.
,,მიწისძვრა ისე ძლიერი იყო, რომ საწოლი, საიდანაც წამოვარდნა ვერ მოვასწარით, კაცივით დააბიჯებდა ოთახში'' – ყვება რეიტერის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში უმბრიელი მოქალაქე
იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ მიწისძვრა შეაფასა როგორც ,,დამანგრეველი''’.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილთა საძიებო სამუსაოწები. როგორც აშშ გეოლოგიური სამსახური აცხადებს, თუ წარსულში მომხდარი ასეთივე სიმძლავრის მიწისძვრების შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ნგრევა და მსხვერპლი ძალიან დიდი უნდა იყოს
2009 წელს 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა აკუილაში, მაშინ 300 კაცი დაიღუპა.