მთავარისიახლეებიმსოფლიოგიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მზად არის მოკრძალებული წვლილი შეიტანოს იტალიაში მომხდარი მიწისძვრის...

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მზად არის მოკრძალებული წვლილი შეიტანოს იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრაში

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს დაავალა, „სასწრაფოდ დაამყაროს კომუნიკაცია იტალიასთან, რომ მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევის პროცესში საქართველომაც შეიტანოს მოკრძალებული წვლილი“. 
 
პრემიერ-მინისტრმა იტალიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და მსხვერპლის გამო იტალიის მთავრობას და იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა. 
 
„სულ ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ იტალიაში, პერუჯასთან ახლოს მოხდა ძალიან ძლიერი მიწისძვრა. არის მსხვერპლიც, ასევე მნიშვნელოვანი ნგრევა.
 
მინდა სამძიმარი გამოვუცხადო იტალიის მთავრობას და ხალხს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მინდა საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვო, სასწრაფოდ კომუნიკაცია დაამყაროს იტალიასთან, რომ შესაძლო დახმარების გაწევის პროცესში საქართველომაც მიიღოს მოკრძალებული წვლილი“, -განაცხადა კვირიკაშვილმა

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...