მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიზნესმენი მინდია გულუა, რომელსაც გუშინ , კრასნოდარის ცენტრში უცნობმა პირებმა ესროლეს, გარდაიცვალა

ბიზნესმენი მინდია გულუა, რომელსაც გუშინ , კრასნოდარის ცენტრში უცნობმა პირებმა ესროლეს, გარდაიცვალა

Published on

ბიზნესმენი მინდია გულუა, რომელსაც გუშინ , კრასნოდარის ცენტრში უცნობი პირები დაესხნენ თავს, გარდაიცვალა. მიუხედავად სამხედრო ჰოსპიტალში კვალიფიციური ექიმების მიერ ჩატარებული ურთულესი ოპერაციისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა – სიკვდილი მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობის შედეგად დიდძალი სისხლის დაკარგვამ გამოიწვია. 
 მინდია გულუა სოხუმელი იყო, ,1992-93წლებში იბრძოდა მშობლიური ქალაქის დასაცავად.
აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ რუსეთში, კერძოდ კრასნოდარის მხარეში წამოიწყო ბიზნესსაქმიანობა და საკმაო  წარმატებითაც, ადგილობრივ  რუსულ მედიაში მას ,,არყის მეფედ“ და ,,ქართველ მილიონერად'' იხსენიებდნენ. 
2011 წლის ზაფხულში მინდია გულუამ  ქართულ პოლიტიკაში ჩართვაც სცადა – შექმნა პარტია ,,საქართველოს განახლებისთვის’’ და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გეგმავდა მონაწილეობას , მაგრამ მოგვიანებით ამ განზრახვაზე ხელი  აიღო და რუსეთში დაბრუნდა. 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....