მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ვითარებაში მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები დაკავებულმა? – ოჯახის განცხადებით, ბექა ბექაური...

რა ვითარებაში მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები დაკავებულმა? – ოჯახის განცხადებით, ბექა ბექაური ციხეში აწამეს

Published on

 რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული ბექა ბექაურის  დაკითხვა მიმდინარეობს. გამომძიებლები ამჯერად მას არა უშუალოდ ტერაქტის საქმეზე, არამედ  მისი შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით კითხავენ.
ბექაურის ადვოკატი მაია ჭრელაშვილი აცხადებს, რომ ბექა ბექაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც გამომძიებლებს მისი დაკითხვის უფლება მიეცათ. 
ადვოკატი დაკითხვის დასრულებამდე არ საუბრობს, რა ვითარებაში მიადგა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები. 
 ბექა ბექაურის ახლობლების ინფორმაციით კი, მას დაზიანებები აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით სამართალდამცველებმა მიაყენეს, ,,ბავშვიც ხვდება, რომ ეს დაკავების პროცესში არ არის მიღებული, რა ვიცი, რა ჩვენების მიღება უნდოდათ და რა ათქმევინეს, სანამ თავიც არ გაუტეხეს მანამდე. ხელიც მოტეხილი აქვს თურმე. ყველანაირი დაზიანება აქვს მიღებული. იძახიან, რომ ყველაფერი თავის თავზე აიღოო, ახლა თავს რომ გაუტეხავ ადამიანს და უკვე ბოლო წუთებში რასაც ეტყვი, არ შეიძლება თქვა ან არ თქვა“ – განაცხადა ბექა ბექაურის დეიდამ.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და აღნიშნავენ, რომ ბექაურმა დაკავებისას გაქცევა სცადა და დაზიანებებიც სწორედ ამ დროს მიიღო.
სუს– ის განცხადებით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც  სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდა. 

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებიდან მხოლოდ ბექა ბექაური აღიარებს დანაშაულს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...