მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრობის დავალებით ფოთში ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს წინაასაარჩევნოდ სამართალდამცველები აშანტაჟებენ

მთავრობის დავალებით ფოთში ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს წინაასაარჩევნოდ სამართალდამცველები აშანტაჟებენ

Published on

"ნაციონალური მოძრაობა" სამართალდამცავებს ფოთში პარტიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში სდებს ბრალს/
პარტიის ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირაა პოლიცია მათ ყველგან აჩერებს და ყოველგვარი განმარტების გარეშე ნარკოლოგიურ შემოწმებებზე გადაჰყავთ.  ნარკოთრობა არ დაუდგინდათ, თუმცა პოლიცია მათ ანალიზების პასუხებამდე არ ათავისუფლებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ბასილაიას განცხადებით, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების სისტემატური ნარკოტესტირება პარტიის საქმიანობის შეფერხებისა და წევრების დაშინების მიზნით ხდება.
ბასილაია ირწმუნება, რომ წინაასაარჩევნოდ მის მომხრეებს მთავრობის დავალებით სამართალდამცველები აშანტაჟებენ.
ბექა ბასილაიას მტკიცებით ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ აქტივისტებთან შეხვედრის უფლება სამართალდამცველებმა მას, როგორც დაკავებულების ადვოკატს, არ მისცეს – ,,3 აქტივისტი 4 საათის განმავლობაში პოლიციის შენობაში დამცველის გარეშე ყავდათ და მათ არავისთან კონტაქტის საშუალებას არ აძლევდნენ.'' – აცხადებს იგი

სიახლეები

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...