მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს პარლამენტში როლანდ ახალაიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტში როლანდ ახალაიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ

Published on

დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს იმსჯელებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. 
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოსგან დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი რამდენიმე დღის წინ მიიღო. კომიტეტი მიიღებს დასკვნას, ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება კი, პარლამენტის უახლოეს სესიაზე მოხდება. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო. საქმე ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს ეხება. 
დეპუტატის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას იწვევს.დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს რამდენიმე დღის წინ უნდა ემსჯელა, თუმცა კომიტეტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა. 
 

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...