საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედურ დასკვნაში, რომელიც სამართლიანმა არჩევებმა გამოაქვეყნა, საუბარია ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზების ტენდენციებზე წინასაარჩევნო შეხვედრებისას და სხვა უკანონო ქმედებებზე.ორგანიზაციის ანგარიშში „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის ბრალდებაც მოხვდა,ჩიქოვანმა 29 ივლისს სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც ქალაქის მერია წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა.მაშინ მერიაში პარტიის ბრალდებებს აბსურდული უწოდეს.ნ სამართლიანი არჩევნების მონიტორინგის დასკვნაში წერია, რომ ,,ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებით, რადიოსა და ტელევიზიის მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა 9 996 ლარიდან 45 900 ლარამდე გაიზარდა“,ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული, შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 3, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 8, წინასაარჩევნოი კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სოციალური პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი – ეს კი ის ძირითადი დარღვევებია, რომელიც არასამთავრობო სექტორის დამკვირვებლებმა საქართველოს მასშტაბით გამოავლინეს.მონიტორინგი 17 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
სიახლეები
მსოფლიო
მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...
სიახლეები
“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...
სიახლეები
შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო
მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...
სიახლეები
სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...