მთავარისიახლეებისაზოგადოებავისთვის „ზიზილ–პიპილო“ შენობები, ვისთვის - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, საბაზისო ინფრასტრუქტურა

ვისთვის „ზიზილ–პიპილო“ შენობები, ვისთვის – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, საბაზისო ინფრასტრუქტურა

Published on

ჩვენ შეიძლება არ ვაშენებთ იმდენ „ზიზილ–პიპილო“ შენობებს, მაგრამ ვაკეთებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, საბაზისო ინფრასტრუქტურას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასპინძაში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
 
პრემიერმა ასპიძელებს „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წარუდგინა და გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა. 
 
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა გააჩნია, რაც გულისხმობს ძირეულ ცვლილელებს განათლების სიტემაში, რათა პედაგოგები იყვნენ გაცილებით დაფასებულნი. 
 
გიორგი კვირიკაშვილი შეეხო მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, რაც, მისი თქმით, საქმიან ადამიანს კიდევ უფრო გაუადვილებს ბიზნესის წარმოებას.
 
„ბოლო პერიოდში ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ წყალმომარაგებას და გაზიფიცირებას და ბევრ რაიონში ამ მიმართულებით რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა. ჩვენ ასევე ვარემონტებთ სკოლებს, კულტურის სახლებს, სპორტულ კომპლექსებს, რაც არის საჭირო ჩვენი მომავალი, ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად და დღეს გაცილებით მეტი ფული იხარჯება ინფასტრუქტურაში, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მაქსიმუმი, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი და არ ვფიქრობთ, რომ ყველა პრობლემა უკვე მოვაგვარეთ ქვეყანაში. ჩვენ ვიცით რამხელა პრობლემებია რეგიონებში, თუ როგორ უჭირთ ადამიანებს და სწორედ ამიტომ სწრაფი ცვლილების განსახორციელებლად დღეს ჩვენ გვაქვს მომავალი 4 წლიანი გეგმა”, – აღნიშნა პრემიერმა.
 
 

სიახლეები

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა - პირველი პრეზიდენტი 87 წლის გახდებოდა  საქართველოს ეროვნული გმირი,...

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...