მთავარისიახლეებიმსოფლიოგერმანიის მთავრობა აპირებს მოსახლეობას მოუწოდოს შექმნას საკვებისა და სასმელი წყლის მარაგი კრიზისის...

გერმანიის მთავრობა აპირებს მოსახლეობას მოუწოდოს შექმნას საკვებისა და სასმელი წყლის მარაგი კრიზისის შემთხვევისათვის

Published on

«Frankfurter Allgemeine Sonntagszeitungэ'' – ის ცნობით, გერმანიის მთავრობა აპირებს მოსახლეობას მოუწოდოს შექმნას საკვებისა და სასმელი წყლის მარაგი, რომელიც სერიოზული კრიზისის შემთხვევაში  მინიმუმ  ათი დღე გაიტანოს თავი. წყლის მომარაგება უნდა მოხდეს გათვლით  დღეში ორი ლიტრი წყალი ერთ კაცზე. საბოლოო ჯამში მოსახლეობამ უნდა შეძლოს თავის უზრუნველყოფა როგორც წყლიატა დასაკვებიტ ისე ენერგიიტა და ნაღდი ფულით, სანამ სახელმწიფო ვერ შეძლებს  თავის თავზე აიღოს ამ პრობლემების მოგვარება  
 გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი 69 გვერდიანი “სამოქალაქო თავდაცვის კონცეფცია”, –  რომელშიც ამაზეა საუბარი,   ოთხშაბათის მთავრობის სხდომაზე  განიხილება. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპროექტო წინადადება მოიცავს აგრეთვე სიგნალიზაციის, შენობების გამაგრების, შეტყობინების საიმედო სისტემის გამართვას, ჯანდაცვის სისტემის მომზადებას  და სამოქალაქო დაწესებულებათა მიერ  ბუნდესვერის მხარდაჭერის სისტემის გამართვას კრიზისის შემთხვევისათვის, მასში ლაპარაკია აგრეთვე მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვის ღონისძიებებზე მნიშვნელოვანი სამხედრო გადაადგილების დროს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ,,გერმანიაზე ისეთი შეტევის ალბათობა, რომელიც საჭიროს გახდიდა ქვეყნის თავდაცვას ყველა საშუალებით,  ძალზე მცირეა, მაგრამ “მოსახლეობა სათანადოდ უნდამოემზადოს საფრთხისათვის, რომელიც შეიძლება ქვეყნის  არსებობას დაემუქროს, რაც  კატეგორიულად  ვერ გამოირიცხება მომავალში''
 FAZ- სცნობით, გერმანიაში მსგავსი კონცეფცია პირველია ცივი ომის დამთავრების შემდეგ, 1989 წლიდან, იგი შემუშავებულია ბუნდესტაგის საბიუჯეტო საკითხების კომიტეტის შეკვეთით ე.წ.,, თეთრი წიგნის'' პარალელურად, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს. 

 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...