მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ოცნება“ ზუგდიდში საარჩევნო უბენებზე მონოპოლიის მოპოვებას ცდილობს "

ირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ოცნება“ ზუგდიდში საარჩევნო უბენებზე მონოპოლიის მოპოვებას ცდილობს “

Published on

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს საოლქო კომისიის მიერ უბნებში წარდგენილი „ქართული ოცნების“ წევრების სიებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააცნო. მისი მტკიცებით, საარჩევნო უბნებზე წარმოდგენილი კომისიის პროფესიული „ქართული ოცნების“ მიერ არიან შერჩეულები. მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს სია წარუდგინა, სადაც აღნიშნული წევრების რეკომენდატორად ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები არიან მითითებულები.  ჩიქოვანის განცხადებით, იმ სიებით, რომლითაც ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისია უბნებზე წევრების დამტკიცებას აპირებს, მიუღებელია. თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი ამბობს, რომ ამ სიების სპონტანური დამტკიცებით, ქართული ოცნება აპირებს მოიპოვოს სრული კონტროლი უბნებზე.„ხელისუფლებას სურს მოიპოვოს და შეინარჩუნოს მონოპოლია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მიირებს საუბნო საარჩევნო კომისია. არის სია, სადაც რეკომენდატორებად კონკრეტული ადამიანები არიან მითითებულებუი. მაგრამ არის სიები, სადაც ეს ველი ცარიელია, თუმცა გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ აქ მოიაზრებიან ზუგდიდის საკრებულოს თვმჯდომარე ლაშა გოგია და ვინმე გრიხა მიქავა. ამ ყველაფერში კი სუს-ის ადგილობრივი ხელმძღვანელი გოგი ნაჭყებიაა გარეული“, -აღნიშნა ჩიქოვანმა.ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ პარტია მსგავსი თემების გაჟღერებით პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობს.ირაკლი ჩიქოვანი მიმართავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სადამკვირვებლო  და  დიპლომატიურ კორპუსს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით და არ დაუშვან ამომრჩევლის მოტყუება და ხმების მოპარვა. ასევე მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიასაც, არ გაერიონ ხელისუფლების ბინძურ თამაშებში. 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...