წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქმედი მაჟორიტარი კანდიდატი ლევან ქარდავა წარადგინა. (Video)

0
372
დღეს წალენჯიხელებს წალენჯიხა-ჩხოროწყუს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა.პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად წალენჯიხაში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსიც იმყოფებოდა.“ ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორება წალენჯიხიდან უნდა დაიწყოს, ისე როგორც 2003 წელს ვარდების რევოლუცია დაიწყო წალენჯიხიდან“ აღნიშნა დავით ბაქრაძემ.წალენჯიხაში შეკრებილებს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმაც მიმართა.დღეს საქართველოში ამ სტატუსით ყოფნა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და მნისვნელოვანია, განაცხადა რანდრა რულოვსმა.ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარდგენილი კანდიდატი ამბობს,  რომ 4 წლის განმავლობაში მისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ყველა წალენჯიხელს ეგრძნო მისი გვერდში დგომა.ლევან ქარდავა წალენჯიხელებს დაპირდა, რომ იმას, რაც ვერ გააკეთა ოპოზიციაში ყოფნის დროს, გააკეთებს მომავალში.ლევან ქარდავა2012 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრი და  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატია.

 

წინა სტატიასანდრა რულოვსი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ორულუს მოსახლეობას შეხვდა (Video)
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს ზაზა სურმავას პატიმრობა შეეფარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური