შინაგან საქმეთა სამინისტრო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის, ზაზა სურმავას, დაკავების ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ საგანგებო განცხადებას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში დახმარება და სანაცვლოდ დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა ედება ბრალად.მას 20 წალმდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. "აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით), სსკ-ს 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე) და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე)," – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სიახლეები
სიახლეები
დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე
დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...
სიახლეები
პატრიარქის ანდერძი არ არსებობს – მამა გიორგი ზვიადაძე
ბუნებრივია, ანდერძი არ არსებობს - განცხადება პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ სიონის საპატრიარქო ტაძარში ჟურნალისტებთან...
სიახლეები
კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერისთვის ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საკანცელარიო მარკერით წარწერის - რუსული ოცნება გაკეთებისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ...
სიახლეები
სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ
სიონის ტაძარში, ხალხის ნაკადი არ წყდება - პატრიარქის საფლავზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები...