მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნება'' მაჟორიტარობის კანდიდატების შეცვლას ხობის შემდეგ ზუგდიდსა და წალენჯიხაშიც გეგმავს?

,,ქართული ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატების შეცვლას ხობის შემდეგ ზუგდიდსა და წალენჯიხაშიც გეგმავს?

Published on

,პირველი რადიოს“ ცნობით, ხობში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტაროს კანდიდატის ბუკიას შეცვლის განხილვის პარალელურად ,,ქართული ოცნების" შტაბში სამეგრელოს სხვა რაიონებშიც განიხილება წარდგენილი მაჟორიტარების შეცვლა.
ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, კანდიდატი ზუგდიდშიც შეიცვალოს. რისი მიზეზიც, სამეგრელოს-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასა და ზუგდიდში წარგენილ მერაბ ქვარაიას შორის დაპირისპირებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება გუბერნატორსა და ქვარაიას შორის დიდი ხანია გრძელდება და შონიას წინააღმდგობის მიუხედავად, ქვარაიამ, მაინც მოახერხა, საკუთარი თავის მაჟორიტარად წარდგენის დალობირება.
როგორც ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციაში პირად საუბრებში აცხადებენ, ქვარაია გუბერნატორს სატენდერო მაქინაციების და კორუფციული გარიგებების გასაჯაროებით დაემუქრა.
ამ დროის მონაცემებით, შიდა კვლევის მიხედვით, ქვარაიას ცუდი მონაცემები აქვს და ეს ინფორმაცია ცენტრალური შტაბისთვის სწორედ შონიას მეშვეობით გახდა ცნობილი. და სწორედ, ეს შიდა კვლევა შესაძლოა გახდეს, წარგენილი მაჟორიტარების ცვლილების მიზეზი.
ხობის და ზუგდიდის პარალელურად, შესაძლოა, ჩანაცვლდეს წალენჯიხაში წარგენილი მაჟორიტარი გულორდავაც, რომელიც ასევე შიდა კვლევის მონაცემებით, ადგილობრივ მოსახლეობაში პოპულარობით ვერ სარგებლობს.
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...