მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა

Published on

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა. 
,,ჩემთან ერთად ორგანიზაცია დატოვეს ადამიანებმა,რომლებიც ვერ ეგუებიან ალიანსის შექმნას, ეს მათი სურვილი იყო. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დადასტურდა მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ გარიგება ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან ,რომლებიც პრინციპულად და კატეგორიულად მიღებელია ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან. დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი ”ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებისა და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა, მითუმეტეს, პოლიტიკური ბლოკისა თუ ალიანსის შექმნა. ვერანაირად და ვერასოდეს შედგება მასთან ჩემი რაიმე ფორმით ურთიერთობა და თანამშრომლობა, ღირებულებითი, მენტალური და ფსიქოლოგიური თავსებადობა. მე როგორც პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ჩემს გუნდთან და იმ ადამიანებთან ერთად ვტოვებ ორგანიზაციას,ვისთვისაც ღირებულებები და ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზაზა ჭურღულიამ.

 
 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...