მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი:“მე მინდა ჩემი პოლიტიკური ბრძოლა მივუძღვნა იმ ადამიანებს, ვინც თავი შესწირა...

სანდრა რულოვსი:“მე მინდა ჩემი პოლიტიკური ბრძოლა მივუძღვნა იმ ადამიანებს, ვინც თავი შესწირა ქვეყანას“(VIDEO)

Published on

„თქვენ იცით როგორ მიყვარს სამეგრელო,დაახლოებით 4 წელია, რაც პირველი ლედი აღარ ვარ და გვერდიდან ვუყურებ რა ხდება საქართველოში, ვსწავლობ, ქველმოქმედებას ვეწევი.მაგრამ ძირითადად არის ლოდინის რეჟიმი, არა მარტო ჩემთვის, არამედ ხალხისთვის, ვისთვისაც ცხოვრება გაუარესდა, ინვესტორისთვის, რომელიც ფულს არ ჩადებს ისეთ ქვეყანაში, სადაც ხედვა არ არის. ეს 4 წელი შეიძლებოდა მუშაობა ახალი მთვარობისათვის, მიშა არ იყო ქვეყანაში, ვინ უშლიდა ხელს, ვინმე უშლიდა ხელს? თუ არ უნდოდათ კარგი პროექტების გაკეთება თავისებურად გაეკეთებინათ რამე. რამე გაკეთდა? მე ვერ ვხედავ. მე ვერაფერს ვერ ვხედავ, არაფერი გაკეთებულა. მტკივა გული.დამიჯერეთ, ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება, რადგან ძალიან ღირსეული კანდატებია ამ გუნდში. ჩვენ ვართ კორცხელში, სადაც ძალადობა მოხდა, მაგრამ აქ გავიმარჯვეთ. ჩვენ არ გვინდა ბოღმა, ჩვენ არ ვინდა ჩხუბი. გვინდა ეს გადავლახოთ. მე ძალიან ხშირად ვესაუბრებოდი მიშას ამაზე – თვალებში უნდა შემოგხედო მეთქი, ნამდვილად უნდა ვიცოდე, რომ რაც მოხდა ცუდი, არ განმეორდება. და დამიჯერეთ, მე დღეს აქ არ ვიდგებოდი, რომ არ ვიყო დარწმუნებული, რომ ძალადობის განმეორება არ მოხდება,მე მინდა ჩემი პოლიტიკური ბრძოლა მივუძღვნა იმ ადამიანებს ვინც თავი შესწირა ქვეყანას..და ბოლოს თქვენ გჯერათ ჩემი?’’- ასე მიმართა კორცხელში შეკრებილებს სანდრა რულოვსმა. მის ამ კითხვას ადგილობრივებმა ოვაციებითა  და თანხმობის გამომხატველი შეძახილებით უპასუხეს. ამის შემდეგ ენმ-ს ერთერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ სანდრა ელისაბედ რულოვსი ოფიციალურად  დაასახელა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარლამენტში. 
 

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...